უნიკო-ოჯახის წევრებს გეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლოთ უნიკო-ოჯახის სხვა პროდუქტებით: ვადიანი ანაბრით, ასევე ანაბრით უზრუნველყოფილი კრედიტით, ისარგებლოთ შეღავათებით და მიიღოთ სარგებელი.
თანხის დაგროვება ანგარიშზე უნიკო-ოჯახის საფულე
უნიკო-ოჯახის წევრებისათვის უნიკო-ოჯახის საფულე დაგროვებითი ტიპის უნივერსალური ფასდაკლების ბარათია.
ისარგებლეთ უნიკო-ოჯახის წევრის ანგარიშთა პაკეტით-უნიკო-ოჯახის საფულე. დაზოგეთ თანხა, მიიღეთ უნიკო-ოჯახის კომპანიების პროდუქტი/მომსახურება საშეღავათო პირობებით, დააგროვეთ თანხა და მიიღეთ სარგებელი.
უნიკო-ოჯახის საფულის მფლობელის პრივილეგიები:
თქვენ, როგორც უნიკო-ოჯახის წევრს თქვენი სურვილის შესაბამისად უფასოდ გეხსნებათ პირადი ვადიანი საანაბრე ანგარიში-უნიკო-ოჯახის საფულე, მასზე დარიცხული პირველადი შენატანით 10 ლარი .
თქვენ ირჩევთ:
Ø უნიკო-ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშს უნიკო-ოჯახის საფულეს, რომელიც წარმოადგენს მზრდად შემნახველ ანაბარს. თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ყოველთვიური დანაზოგის ოდენობა და ანაბრის პერიოდი 12-დან 36-თვემდე.
Ø თქვენ, როგორც უნიკო-ოჯახის წევრს, ანგარიშზე პირველადი მინიმალური შენატანი 10 ლარი გადმოგეცემათ საჩუქრად.
Ø ყოველთვიური შენატანის მინიმალური ოდენობა არ უნდა ოყოს 10-ლარზე ნაკლები. ყოველთვიური გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში (შესაძლებელია გამოტოვება არა უმეტეს ერთი თვისა) ანაბრის ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება.
Ø თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები უნიკო-ოჯახის კომპანიებში ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენისას სარგებლობთ ბარათით -უნიკო ოჯახის საფულე, აგროვებთ თანხას ამავე ანგარიშზე.
Ø უნიკო-ოჯახის საფულე ანგარიშზე დარიცხულ თანხას ემატება საპროცენტო სარგებელი წლიური 10 %-ის ოდენობით.
Ø ანაბრის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება წლიური 1 %.
ვადიანი ანაბრის პირობები | ||||
ვალუტა | ლარი | |||
პირველადი მინიმალური შენატანი საჩუქრად | 10 ერთეული | |||
მინიმალური ყოველთვიური შენატანი | 10 ერთეული | |||
ანაბარზე თანხის შეტანის სიხშირე | მინიმუმ თვეში ერთხელ | |||
ანაბრის ვადის განმავლობაში შესაძლებელია ერთხელ გამოტოვოთ ყოველთვიური შენატანი | ||||
მინიმალური ვადა | 12 თვე | |||
მაქსიმალური ვადა | 36 თვე | |||
დარიცხული საპროცენტო სარგებელი გაიცემა | ანაბრის ვადის დასრულებისას, ძირითად თანხასთან ერთად. | |||
საპროცენტო სარგებლის გატანა ანაბრის ვადის ბოლოს | ||||
ანაბრის ვადა | ლარი | |||
12თვე | 10 % | |||
24 თვე | 14 % | |||
36 თვე | 16 % | |||
Ø მინიმალური ნაშთი, რომელსაც სარგებელი დაერიცხება შეადგენს 10 ლარს.
Ø დანაზოგი ავტომატურად აისახება თქვენს ანგარიშზე.
Ø უნიკო ოჯახის წევრს, რომელიც სარგებლობს უნიკო-ოჯახის საფულე ბარათით შეუძლია ისარგებლოს საკრედიტო ხაზით. უნიკო ოჯახის წევრის საკრედიტო ხაზი მტკიცდება ხელფასის, ქონების, თავდებობის უზრუნველყოფის გარეშე.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ:
უნიკო-ოჯახის საფულე ბარათის ყოველწლიური მომსახურების ღირებულება შეადგენს 20 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია ერთდროულად, ასევე ეტაპობრივად. ეტაპობრივი გადახდა იწარმოება თანაბარპროპორციულად ყოველი კვარტლის პირველი თვის 5 რიცხვამდე.
ყოველწლიური მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას უნიკო-ოჯახი აინაზღაურებს უნიკო-ოჯახის საფულე ანგარიშიდან, როგორც უნიკო-ოჯახის წევრის დავალება. ამ შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელი ანგარიშზე არსებულ თანხას დაერიცხება 20 ლარის გამოქვითვის შემდგომ.
არ აღმოგაჩნდათ საკმარისი თანხა, ისარგებლეთ საკრედიტო ხაზით