შეთავაზება უნიკო-ოჯახის წევრებს

უნიკო-ოჯახის წევრებს გეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლოთ უნიკო-ოჯახის სხვა პროდუქტებით: ვადიანი ანაბრით, ასევე ანაბრით  უზრუნველყოფილი კრედიტით, ისარგებლოთ შეღავათებით და მიიღოთ  სარგებელი.
თანხის  დაგროვება  ანგარიშზე  უნიკო-ოჯახის საფულე
უნიკო-ოჯახის წევრებისათვის უნიკო-ოჯახის საფულე დაგროვებითი ტიპის უნივერსალური ფასდაკლების  ბარათია.
ისარგებლეთ უნიკო-ოჯახის წევრის ანგარიშთა პაკეტით-უნიკო-ოჯახის საფულე. დაზოგეთ თანხა, მიიღეთ უნიკო-ოჯახის  კომპანიების პროდუქტი/მომსახურება საშეღავათო პირობებით,  დააგროვეთ თანხა და მიიღეთ სარგებელი.
უნიკო-ოჯახის საფულის მფლობელის პრივილეგიები:
თქვენ, როგორც უნიკო-ოჯახის წევრს თქვენი სურვილის შესაბამისად  უფასოდ გეხსნებათ  პირადი  ვადიანი  საანაბრე ანგარიში-უნიკო-ოჯახის საფულე, მასზე  დარიცხული პირველადი შენატანით 10 ლარი .
თქვენ ირჩევთ:
Ø  უნიკო-ოჯახის წევრის  საბანკო ანგარიშს ­ უნიკო-ოჯახის საფულეს, რომელიც  წარმოადგენს მზრდად შემნახველ ანაბარს. თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ყოველთვიური დანაზოგის ოდენობა და  ანაბრის პერიოდი 12-დან 36-თვემდე.
Ø  თქვენ, როგორც უნიკო-ოჯახის წევრს, ანგარიშზე პირველადი მინიმალური შენატანი 10 ლარი გადმოგეცემათ საჩუქრად.
Ø  ყოველთვიური შენატანის მინიმალური ოდენობა არ უნდა ოყოს 10-ლარზე ნაკლები. ყოველთვიური გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში (შესაძლებელია გამოტოვება არა უმეტეს ერთი თვისა) ანაბრის ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება.
Ø  თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები  უნიკო-ოჯახის  კომპანიებში ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენისას სარგებლობთ ბარათით -უნიკო ოჯახის საფულე, აგროვებთ თანხას ამავე ანგარიშზე.
Ø  უნიკო-ოჯახის საფულე ანგარიშზე დარიცხულ თანხას ემატება  საპროცენტო  სარგებელი   წლიური 10 %-ის ოდენობით.
Ø  ანაბრის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება წლიური 1 %.


ვადიანი  ანაბრის პირობები

ვალუტა
ლარი

პირველადი მინიმალური შენატანი საჩუქრად
10 ერთეული

მინიმალური ყოველთვიური შენატანი
10 ერთეული

ანაბარზე თანხის შეტანის სიხშირე
მინიმუმ თვეში ერთხელ

ანაბრის ვადის განმავლობაში შესაძლებელია ერთხელ გამოტოვოთ ყოველთვიური შენატანი

მინიმალური ვადა
12 თვე

მაქსიმალური ვადა
36  თვე

დარიცხული საპროცენტო სარგებელი გაიცემა
ანაბრის ვადის დასრულებისას, ძირითად თანხასთან ერთად.

საპროცენტო სარგებლის გატანა ანაბრის ვადის ბოლოს
ანაბრის  ვადა
ლარი

12თვე
10 %

24 თვე
14 %

36 თვე
16 %


Ø  მინიმალური ნაშთი, რომელსაც სარგებელი დაერიცხება შეადგენს 10 ლარს.
Ø  დანაზოგი ავტომატურად აისახება თქვენს ანგარიშზე.

პ რ ი ვ ი ლ ე გ ი ა:
Ø  უნიკო ოჯახის წევრს, რომელიც სარგებლობს უნიკო-ოჯახის საფულე ბარათით  შეუძლია ისარგებლოს საკრედიტო ხაზით. უნიკო ოჯახის წევრის საკრედიტო ხაზი მტკიცდება ხელფასის, ქონების, თავდებობის უზრუნველყოფის გარეშე.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ:
 უნიკო-ოჯახის საფულე ბარათის ყოველწლიური მომსახურების ღირებულება  შეადგენს  20 ლარს,  რომლის   გადახდა  შესაძლებელია  ერთდროულად,  ასევე ეტაპობრივად. ეტაპობრივი გადახდა იწარმოება თანაბარპროპორციულად ყოველი კვარტლის პირველი თვის 5 რიცხვამდე.
ყოველწლიური  მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას  უნიკო-ოჯახი აინაზღაურებს უნიკო-ოჯახის საფულე ანგარიშიდან, როგორც უნიკო-ოჯახის წევრის დავალება. ამ შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელი ანგარიშზე არსებულ თანხას დაერიცხება  20 ლარის  გამოქვითვის შემდგომ.
არ აღმოგაჩნდათ საკმარისი თანხა,  ისარგებლეთ საკრედიტო ხაზით