უნიკო-ჩვენი შვილების მომავლისათვის

ვადიანი საბავშვო ანაბარი-უნიკო ჩვენი შვილების მომავლისათვის საშუალებას გაძლევთ დააგროვოთ თანხა თქვენი შვილებისათვის,  ამავდროულად მიიღოთ სარგებელი. ანაბარი იხსნება ბავშვის სახელზე, დაბადების მოწმობის საფუძველზე.
დააგროვეთ თანხა თქვენი შვილის მომავლისათვის. ანაბრის ვადის ბოლოს დანაზოგებთან ერთად მიიღეთ სარგებელი.  
შეუქმენით შვილებს უზრუნველი მომავალი!
შეაგროვეთ თანხა:
  • სწავლის დასაფინანსებლად;
  • ავტომობილის შესაძენად;
  • სამოგზაუროდ;
  • უძრავი ქონების შესაძენად.
საბავშვო ანაბრის უპირატესობანი:
·       ანაბარს ერიცხება მაღალი რთული სარგებელი*;
·       ყოველთვიური შენატანების განხორციელება სავალდებულო არ არის;
·       წლის განმავლობაში თანხის ყოველთვიურად შემოტანის შემთხვევაში, საპროცენტო სარგებელი აღნიშნულ წელს გაიზრდება 1%-ით;
·       შეგიძლიათ შეარჩიოთ  ანაბრის სასურველი ვადა: 2 დან 18 წლამდე;
·       ანაბრის გახსნა შეუძლია uniko ojaxis wevr ერთ-ერთ მშობელს  ბავშვის დაბადების მოწმობის საფუძველზე.
·       ანაბრის გახსნა და მომსახურება უფასოა;
·       ანაბრის გასახსნელად არ არის საჭირო შენატანი, პირველადი შენატანი 10 ლარი საჩუქრად  გადმოგეცემათ უნიკო-ოჯახისაგან.
·       საბავშვო ანაბრის ხელშეკრულება ფორმდება ბავშვის სახელზე, სადაც ფიქსირდება მშობლის (მეურვის) სახელიც, როგორც თანხის შემომტანის;
·       ბავშვის სრულწლოვანების დადგომისთანავე ანაბარზე უფლება გადადის მასზე;
·       სარგებლის დარიცხვა ხდება ყოველი წლის ბოლოს, სარგებლის გატანა – ანაბრის პერიოდის ბოლოს. ანაბრის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მეანაბრე მიიღებს დარიცხული სარგებლის 70%-ს.
·        სარგებლის დარიცხვა წარმოებს ყოველწლიურად ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. დარიცხვისათვის აიღება პერიოდი ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან ერთი წელი. ყოველი ასეთი პერიოდის ბოლოს დარიცხული სარგებელი ჩაირიცხება  საბავშო ანაბრის ანგარიშზე და მომდევნო წელს დარიცხვა იწარმოებს  ანაბრის გაზრდილ თანხაზე.
·       უნიკო-ოჯახი იტოვებს უფლებას, მეანაბრის (მეურვის) წინასწარი თანხმობის გარეშე (შეტყობინებით), ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდეგ შეცვალოს ანაბრის საპროცენტო განაკვეთი იმ დროისათვის უნიკო-ოჯახში დადგენილ საბავშვო ანაბრის პირობების შესაბამისად. აღნიშნული შესაძლო ცვლილება ხელახალ ცვლილებას აღარ ექვემდებარება  მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
·       საბავშვო ანაბრის ხელშეკრულების შეწყვეტაზე უფლებამოსილი პირები არიან მშობლები(ან მეურვეები). თანხის გატანა (ხელშეკრულების დარღვევა ბავშვის სრულწლოვანებამდე) ნებისმიერ დროს შეუძლია  ერთ-ერთ მშობელს მეორე მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის საფუძველზე. თანხა ჩაირიცხება მშობლის (ან მეურვის) მიმდინარე ანგარიშზე.
·       თუ საბავშვო ანაბარი არ არის გახსნილი ბავშვის სრულწლოვანებამდე, მაშინ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ თანხა დარიცხული სარგებლით ჩაირიცხება მშობლის (ან მეურვის) მიმდინარე ანგარიშზე.


* ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

**ყოველწლიურად დარიცხული სარგებლის თანხა ემატება ანაბრის ანგარიშზე რიცხულ თანხას და მომდევნო პერიოდიდან უკვე ამ გაზრდილი ანაბრის თანხას დაერიცხება სარგებელი

საბავშვო ანაბრის პირობები  
ანაბარი იხნება ბავშვის სახელზე მშობლის, მეურვის ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ
ვალუტა
ლარი 
მინიმალური შენატანი
10 ერთეული
მინიმალური ვადა
2 წელი
მაქსიმალური ვადა
18 წელი
სრულწლოვანებამდე ანაბრის განმკარგავი არის ბავშვის მშობელი, მეურვეობაზე უფლებამოსილი პირი
სარგებლის დარიცხვა
ვადის ბოლოს

 

წლიური საპროცენტო განაკვეთი
 ლარი                                     
10 %

  

*ცხრილში მოცემული საპროცენტო განაკვეთები ფიქსირებულია ანაბრის გახსნიდან პირველი ორი წლის განმავლობაში.